გამყიდველი, შპს “ჯი ედს გრუპ” , იგივე ინტერნეტ მაღაზია madeingeorgia.com.ge  შემდგომში გამყიდველი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კანონით მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ და საკუთარი კეთილი ნებით,  ითვალისწინებს მომხმარებელთა (შემდგომში მყიდველი) ინტერესებს, განსაზღვრავს ნივთის უკან დაბრუნების და გადაცვლის პოლიტიკას, რომელსაც ეთანხმება მომხმარებელი ნივთის შეძენის დროს.

შესაძლებელია ნივთის უკან დაბრუნება შემდეგი პირობების დაცვით:

    • პროდუქტის დაბრუნება შეიძლება ნებისმიერი საკურიერო კომპანიით , ან ჩვენი საკურიერო მომსახურებით .
    • პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მისი მიღების დღიდან 3 დღის განმავლობაში(პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღე).
    • დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებელი სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში და მასზე დატანილი ქარხნული
    • იარლიყი არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული.
    • ფასდაკლებულიპროდუქციის დაბრუნება არ არის შესაძლებელი
    • ჰიგიენიდანგამომდინარე კოლგოტკების, თმის სამაგრის, საცურაო კოსტუმის, თეთრეულის და  საცვლებისა დაბრუნება არ არის შესაძლებელი!
    • პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში პირვანდელი ტრანსპორტირების თანხა უკან არ დაგიბრუნდებათ.
    • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თითოეული თქვენს მიერ დაფიქსირებული შეკვეთის მომარაგებასა და მოწოდებაზე იხარჯება ადამიანური და ფიზიკური რესურსები, ამიტომ კარგად დაფიქრდით და ისე განათავსეთ შეკვეთა, რომ არ ქონდეს ადგილი “გადავიფიქრე” სტატუსს.
    • თუ თქვენ დასტურის შემდეგ მაინც გააუქმებთ შეკვეთას, დაგეკისრებათ ჩვენი მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 20 ლარის ოდენობით.
    • თანხა დაგიბრუნდებათ 5-დან 10 დღემდე შუალედში იმ ანგარიშზე საიდანაც მოხდა ფულის ჩარიცხვა.

     

    დაბრუნება, არ ხორციელდება იმ შემთხვევაში:

    1. თუ დაკარგული აქვს სასაქონლო სახე;
    2. დაკარგულია ან და დაზიანებულია შეფუთვა;
    3. დაკარგულია ან და დაზიანებულია აქსესუარები;
    4. მოხდა ნივთის დაზიანება მყიდველის მიერ;
    5. დაზიანებულია საქონელზე არსებული, სასაქონლო, ბრენდის აღმნიშვნელი ნიშნები ან და სხვა მანიშნებლები;
    6. მოხდა ნივთის ექსპლუატაცია საგარანტიო ან ექსპლუატაციის პირობების დარღვევით.

     

    გადაცვლის პოლიტიკა :

    ვითვალისწინებთ  , რომ ონლაინ შესყიდვის დროს პროდუქციის მოზომვა/მოსინჯვა ვერ ხორციელდება , ამიტომ  მაქსიმალურად გავამარტივეთ ზომის გადაცვლის პოლიტიკა :

    იმ შემთხვევაში თუ მომწიდებელმა უზრუნველყო , თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება და კონკრეტული მოდელის ზომის გადაცვლა , თქვენ მხოლოდ იხდით საკურიერო მომსახურების ღირებულებას .

    გადაცვლა ხორციელდება იმ შემთხვევაში:

    • პროდუქციის გადაცვლაშესაძლებელია მისი მიღების დღიდან 1 დღის განმავლობაში
    • დაბრუნებაშესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებელი სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში და მასზე დატანილი ქარხნული
       იარლიყი არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული.

     

    გაითვალისწინეთ

    მომარაგების ჯგუფი დეტალურად ამოწმებს ყველა პროდუქტს გამოგზავნამდე , ასე რომ ნებისმიერი ვიზუალური დეფექტი ან/და ტექნიკურ მახასიათებლებთან შეუსაბამობა ფაქტიურად გამორიცხულია. თუ კი ნივთს აღენიშნება ვიზუალური დაზიანება ეს მხოლოდ და მხოლოდ გარეშე გადამზიდი,საკურიერო კომპანიის დაუდევრობით არის წარმოქმნილი, ამიტომ თუ კი საკურიერო კომპნაიის წარმომადგენლის მხრიდან ადგილიდანვე არ მოხდება ჩვენთან დაკავშირება, ხარვეზის არსებობის შეტყობინების მიზნით,  მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნილი გადაცვლა, ან უკანდაბრუნება არ დაკმაყოფილდება.